მარიუს ვიზერი - ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი
მარიუს ვიზერი - ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო ძიუდოისტებო და ძიუდოს ოჯახის წარმომადგენლებო. ჩვენ უცნაურ და სევდიან დროში ვცხოვრობთ. კორონავირუსის (COVID19) გავრცელების გამო გაურკვევლობის და უპრეცენდენტო გამოწვევების პერიოდია.

მსურს ამ სიტუაციით დაზარალებულს მივმართო – ახლა ერთად უნდა დავდგეთ. ვფიქრობ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვირუსი ყველაზე მეტად შეეხო და სადაც მთელი საზოგადოება იზოლაციაში ცხოვრობს.

როგორც იცით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გააუქმა ყველა ღონისძება, რომელიც 30 აპრილამდე იგეგმებოდა. ეს იყო მცდელობა დაგვეცვა მხარეების ინტერესები, ძიუდოში ჩართული საზოგადოება ყოფილიყო უსაფრთხოდ და სპორტსმენებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ლიცენზიების მიღების პროცესში იყვნენ ჩართული, შეგვექმნა სამართლიანი გარემო. ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი და განვაგრძოთ აქტივობები, როგორც კი კრიტიკული პერიოდი დასრულდება.

ასეთი გამოწვევების დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და დავიცვათ ერთმანეთი. ყველას მოგიწოდებთ მიჰყვეთ ჩვენი სპორტის მთავარ პრინციპებს. იყავით სამაგალითოები თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ.“

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაუქმებულ ტურნირებს შორის ერთ-ერთი თბილისის გრან-პრია.