ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.

 

60 კგ

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 60 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილე არ ჰყავდა. დღეისათვის ლუხუმ ჩხვიმიანი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 4792 ქულით მეათე ადგილზეა.

რუსეთის სახელით მოჭიდავე იაგო აბულაძე კი რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო 9 საფეხურით დაწინაურდა და დღეისათვის მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

 

66 კგ

საქართველოს ნაკრების წევრი ვაჟა მარგველაშვილი ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და 5885 ქულით დღეს მსოფლიოს მეოთხე ძიუდოისტია.

 

73 კგ

73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიური, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ 9 საფეხურით დაწინაურდა, 12-დან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და დღეისათვის 5825 ქულა აქვს.

 

81 კგ

ახალ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი. ის მეოთხედან მესამე ადგილზე გადავიდა და მის მონაგარს 6621 სარეიტინგო ქულა შეადგენს.

 

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიის რეიტინგში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური ჩამოქვეითდნენ. ლაშა ბექაური მესამედან მეოთხე ადგილზე გადავიდა და მის ანგარიშზე 5782 ქულაა. ბექა ღვინიაშვილიც ერთი საფეხურით დაქვეითდა. მეშვიდე ადგილიდან მერვეზე გადავიდა და მის ანგარიშზე 5141 ქულაა. რეიტინგის ნომერ პირველი ძიუდოისტი კვლავ ნიკოლოზ შერაზადიშვილია, რომელსაც 9611 ქულა აქვს.

 

-100 კგ

100 კგ. წონით კატეგორიაში ლიდერი კვლავ ვარლამ ლიპარტელიანია, რომლის მონაგარიც 7926 ქულაა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, პორტუგალიელმა – ფონსეკამ (7132 ქულა). მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ ილია სულამანიძე 11 პოზიციით დაწინაურდა და მე-20 ადგილზე გადავიდა. სულამანიძეს 3026 სარეიტინგო ქულა აქვს.

 

+100 კგ

მძიმე კატეგორიაში წინსვლა არ გვაქვს. წონის ლიდერი გახდა რუსი ტამერლან ბაშაევი (6971 ქულა), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიგო. მეხუთედან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა გურამ თუშიშვილი (6163 სარეიტინგო ქულა). ასევე ერთი პოზიცია დათმო გელა ზაალიშვილმა და 5063 სარეიტინგო ქულით მეათე ადგილზე გადავიდა.