მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსეთის ძალებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსეთის ძალებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსეთის ძალებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სკოლის შენობა განადგურებულია და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.

საქალაქო საბჭოს ცნობით, შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ.

მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.