მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, გაერო-ს საევაკუაციო კოლონის გასვლის შემდეგ, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს
მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, გაერო-ს საევაკუაციო კოლონის გასვლის შემდეგ, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს

გაერო-ს საევაკუაციო კოლონის გასვლის შემდეგ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს. აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. კერძოდ, მათ სცადეს გარღვევა ხიდზე, რომელიც საევაკუაციო კარიბჭეს წარმოადგენდა. წარუმატებლად“, – აცხადებს ანდრიუშჩენკო.

ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალზე“ შტურმი 3 მაისს დაიწყეს და ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლები არიან გამაგრებული.