მარიუპოლის მერის მრჩეველი - რუსული ძალები მარიუპოლს კეტავენ, ქალაქში გადაადგილებისთვის მათ საშვების გაცემა დაიწყეს
მარიუპოლის მერის მრჩეველი - რუსული ძალები მარიუპოლს კეტავენ, ქალაქში გადაადგილებისთვის მათ საშვების გაცემა დაიწყეს

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან რუსული ძალები ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დაკეტავენ, ქალაქში დარჩენილ კაცებს კი რუსული ძალების შემოწმების გავლა მოუწევთ. ანდრიუშენკო ამბობს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს.

„ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს საშვის ასაღებად, რომლის გარეშეც არამხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში გასვლაც კი არ შეეძლებათ“,- წერს მერის მრჩეველი.

რუსებმა მარიუპოლის უკრაინელი დამცველებს ულტიმატუმი კიდევ ერთხელ წაუყენეს და მათ დანებიბისთვის დრო მისცეს.