მარიო ზაგალო 88 წლისაა
მარიო ზაგალო 88 წლისაა

ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა – მარიო ზაგალო 88 წლის გახდა.

ვეტერანი ფორვარდი პირველია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონობა, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში მოიპოვა.

1958 და 1962 წელს ზაგალომ ბრაზილიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ შეძლო.
1970 წელს მან მუნდიალის მოგება მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, ხოლო 1994 წელს მწვრთნელის ასისტენტის სტატუსითაც მოახერხა.

მარიო ზაგალოს „ინსტაგრამზე“ მიულოცა ბრაზილიური ფეხბურთის კიდევ ერთმა ბრწყინვალე თავდამსხმელმა – ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ.

„ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელად მარიო ზაგალო მიმაჩნია. ის დღეს 88 წლის გახდა. ზაგალო მოედანზე მამასავით იყო. ის კეთილი, მზრუნველი და დიდებული პიროვნებაა. ის ყველაზე კარგად გვიხსნიდა და გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა წარმოგვეჩინა ფეხბურთელებს ჩვენი შესაძლებლობები მინდორზე.

მადლობა ყველაფრისთვის!“ – წერს რონალდო.