მარიო რუის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - პორტუგალიელისთვის სეზონი დასრულდა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მარცხენა მცველის, მარიო რუისთვის სეზონი, ფაქტობრივად, დასრულებულია, – ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
„გამოცდილი პორტუგალიელი მცველი სამი დღის წინ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია“, – წერს Tuttosport-ი.
ამრიგად, ჩემპიონატის ბოლომდე სპალეტის მატიას ოლივერაზე მოუწევს ფსონის დადება, რომელიც პორტუგალიელის ადგილს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ „მილანთან“ ასევე დაშავდნენ ამირ რაჰმანი და მატეო პოლიტანო, ტრავმირებულია ჯოვანი სიმეონეც. 23 აპრილს სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრას „იუვენტუსის“ წინააღმდეგ „ნაპოლი“, სავარაუდოდ, მათ გარეშე ჩაატარებს.