მარიო გიოტცე ზაფხულში „ბორუსიადან“ წასვლის ვარიანტს განიხილავს
მარიო გიოტცე ზაფხულში „ბორუსიადან“ წასვლის ვარიანტს განიხილავს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე ადასტურებს, რომ მზად არის, გუნდიდან წასვლის საკითხი უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში განიხილოს, იტყობინება ბრიტანული „დეილი მეილი“. რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 27 წლის გერმანელით „ლივერპული“, „ევერტონი“, „ვესტ ჰემი“ და „რომა“ არიან დაინტერესებულნი.

„მინდა გითხრათ, რომ საკუთარი კარიერის დაგეგმვაში გარკვეული ცვლილებების შეტანა გადავწყვიტე“, – ამბობს გიოტცე, – „მე შეგნებულად ავიღე დიდი პაუზა, რათა ეს ნაბიჯი კარგად განმეხილა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩემი სპორტული მომავლისთვის და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თანამშრომლობას რეზა ფაზელისთან და მის სააგენტოსთან, რომელთა პროფესიონალიზმში სავსებით დარწმუნებული ვარ. ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებული მძიმე სიტუაცია გადაივლის“.

შეგახსენებთ, რომ გიოტცემ საფეხბურთო კარიერა 2009 წელს „ბორუსიაში“ დაიწყო, 2013 წელს კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელა, თუმცა 2016 წელს ისევ დორტმუნდში დაბრუნდა.