„მარსელის“ იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ მიმართა კლუბის თანამშრომლებსა და გულშემატკივრებს.
„მადლობა ყველას შესანიშნავი ხუთი თვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, პერსონალს, მოთამაშეებსა და პრეზიდენტს – ყველას, ვინც „მარსელში“ მუშაობს. წარმატებები მომავალში“, – დაწერა თავის „ინსტაგრამზე“ ბალოტელიმ.
28 წლის იტალიელი „მარსელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში შეუერთდა და ამ სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. 15 მატჩში ბალოტელიმ რვა გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფორვარდი კარიერას „ბრეშაში“ გააგრძელებს.