მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრებში არ დაუძახეს
მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრებში არ დაუძახეს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლუიჯი დი ბიაჯომ ორი უახლოესი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ გუნდში გამოძახებული არ არის ფრანგული “ნიცას” ფორვარდი მარიო ბალოტელი.

სრულად იტალიის ნაკრები შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (ჯენოა).
მცველები – ალესანდრო ფლორენცი (რომა), დავიდე ძაპაკოსტა (ჩელსი, ინგლისი), მატია დი შილიო, ჯორჯო კიელინი, დანიელე რუგანი (ყველა – იუვენტუსი), მატეო დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლეონარდო ბონუჩი (მილანი), ჯანმარკო ფერარი (სამპდორია).

ნახევარმცველები – ლორენცო პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (ნაპოლი), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), ბრიან კრისტანტე, ლეონარდო სპინაცოლა (ორივე – ატალანტა), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), რობერტო გალიარდინი (ინტერი), მარკო პაროლო (ლაციო), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სიმონე ვერდი (ბოლონია).

ფორვარდები – პატრიკ კუტრონე (მილანი), ანდრეა ბელოტი (ტორინო), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ანტონიო კანდრევა (ინტერი).

იტალიის ნაკრები 23 მარტს, მანჩესტერში შეხვდება არგენტინას და 27 მარტს ლონდონში – ინგლისს.