საფრანგეთის ჩემპიონატში 22-ე ტური დაიწყო და პირველივე მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მარსელი საკუთარ მოედანზე იღებდა მეორეადგილოსან ლილს. მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა იტალიელ მარიო ბალოტელის, რომელიც ორი დღით ადრე ნიცადან გადავიდა მარსელში.
დებიუტი ბალოტელიმ თავის მორიგ კლუბში გოლით აღნიშნა – ის 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 96-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მანამდე დუბლი ჰქონდა შესრულებული ლილის შემტევ ნიკოლა პეპეს და სტუმრებმა 2:1 მოიგეს.
ლილი 43 ქულით მეორე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონატში – ის ექვსი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ლიონს. მარსელს 31 ქულა აქვს, მეშვიდე ადგილზეა და ექვსი ქულით არის დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას.