მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებზე განაწყენებულია
მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებზე განაწყენებულია

ფორვარდი მარიო ბალოტელი განაწენებულია იმის გამო, რომ არ მიიწვიეს იტალიის ნაკრებში ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობისთვის. „მარსელის“ ფეხბურთელმა აღიარა, რომ ამის გამო, მან შეიძლება უარი თქვას ეროვნულ გუნდში თამაშზე, თუ იქიდან მიწვევას მიიღებს.

„ოდესმე გიფიქრიათ, რომ ერთხელაც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ? მზად ვიყავი, როგორც ყოველთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ როცა გესმის, როგორ გაყენებენ შეურაცხყოფას, გამცირებენ და არ გაფასებენ, შეიძლება ემოციურად გამოფიტული გავხდე და, უბრალოდ, უარი ვთქვა იტალიის ნაკრებში გამოძახებაზე.

მე რობოტი არ ვარ. ბევრჯერ თავი შემიკავებია და არ მიპასუხია, რათა თავიდან ავიცილო პრობლემები და არასასურველი დაძაბულობა, მაგრამ ყველაფერს ვხედავ და მესმის. ეს ყველაფერი გროვდება, დავიღალე ამისგან“, – დაწერა ბალოტელიმ საკუთარ „ინსტაგრამზე“.

ფორვარდს იტალიის ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული და 14 გოლი გატანილი.