MarineTraffic-ის ინფორმაციით, ჩინურმა კონტეინერმზიდმა გემებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს
MarineTraffic-ის ინფორმაციით, ჩინურმა კონტეინერმზიდმა გემებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს

პლატფორმა MarineTraffic-ის ინფორმაციით, ჩინურმა კონტეინერმზიდმა გემებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულმა გემებმა სრუტის დატოვება გასული კვირის პარასკევსაც სცადეს, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო სრუტის დატოვება ვერ მოახერხეს.

MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, გემებმა ჰორმუზის სრუტე უკვე დატოვეს და ამჟამად ღია წყლებში იმყოფებიან.

28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ იერიშების დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ რამდენიმე გემმა დატოვა. ჰორმუზის სრუტეში მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის.