მარინა კალიურანდი - მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილს ისე, როგორც მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, არ უნდა გაამძაფრონ პოლარიზაცია, არ უნდა დაძაბონ პოლიტიკური მდგომარეობა
მარინა კალიურანდი - მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილს ისე, როგორც მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, არ უნდა გაამძაფრონ პოლარიზაცია, არ უნდა დაძაბონ პოლიტიკური მდგომარეობა

მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილს ისე, როგორც ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ქართველ პოლიტიკოსს, მათ პოლარიზაცია არ უნდა გაამძაფრონ, არ უნდა დაძაბონ და გაამწვავონ პოლიტიკური მდგომარეობა, ძალიან ყურადღებით განიხილონ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი, – ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები იყო.

„რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას, განვიხილეთ ეს საკითხი. სააკაშვილს იცნობენ საქართველოში, ზოგს მოსწონს, ზოგს სძულს, მაგრამ ის ცნობილი ფიგურაა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა ქვეყნის გარედანაც შეუძლია. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ჩვენი მოწოდებაა, არ შეიქმნას დამატებით პოლარიზაცია ან დამატებითი პრობლემები, რადგან ისედაც რთული პერიოდია და არჩევნებია. არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ რეკომენდაციის მიცემა შემეძლოს წასვლაზე ან წაუსვლელობაზე. მე მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილს ისე, როგორც მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ქართველ პოლიტიკოსს, მათ პოლარიზაცია არ უნდა გაამძაფრონ, არ უნდა დაძაბონ და გაამწვავონ პოლიტიკური მდგომარეობა, ძალიან ყურადღებით განიხილონ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი. საქართველოს არ სჭირდება პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება სამართლიანი არჩევნები, მხარეების მიერ არჩევნების შედეგების აღიარება“, – განაცხადა კალიურანდმა.