მარინა კალიურანდი – ვამაყობ ჩემს ძველ მეგობართან, საქართველოს პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან ბრიუსელში შეხვედრით
ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრასთან დაკავშირებით წერს.
„ვამაყობ ჩემს ძველ მეგობართან, საქართველოს პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან ბრიუსელში შეხვედრით, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტისას. მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს კალიურანდი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.
Proud to meet old friend, Speaker of 🇬🇪 Parliament @kkuchava in Brussels during his first official visit abroad. Happy to reiterate full support to Georgia’s democratic reforms, European and Transatlantic aspirations 🇪🇺 https://t.co/0DpJacZyoz
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) May 18, 2021