მარინა კალიურანდი - შარლ მიშელის მედიაცია არის შესაძლებლობათა ფანჯარა, გამოიყენეთ, გადადგით ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, არ არის პოპულარული, მაგრამ გამომდინარეობს ხალხის ინტერესებიდან
მარინა კალიურანდი - შარლ მიშელის მედიაცია არის შესაძლებლობათა ფანჯარა, გამოიყენეთ, გადადგით ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, არ არის პოპულარული, მაგრამ გამომდინარეობს ხალხის ინტერესებიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩიე, იპოვონ კომპრომისი ოპოზიციურ მოძრაობასთან ისე, რომ ბატონი დანიელსონის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მისია იყოს წარმატებული, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროდეპუტატის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო, შედგა კარგი საუბარი.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო პოლიტიკურ კრიზისსაც და მხარეებმა კომპრომისი უნდა მოძებნონ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხისთვის და რაც ყველაზე მთავარია – საქართველოსთვის. ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ მათ სურთ ევროკავშირში, უფრო ახლო ურთიერთობა ევროპასთან და ევროატლანტიკური კავშირების გაძლიერება. ასე რომ, პარტიებმა საკუთარ ინტერესზე მაღლა უნდა დააყენონ ხალხის ინტერესი. არ შემიძლია კონკრეტული წინადადებების შეთავაზება, მე არ ვარ უფლებამოსილი. ჩემი რჩევაა, რომ ქართველი ხალხის ინტერესი იყოს პოლიტიკურ ინტერესზე უპირატესი. ჩემი რჩევაა, მიიღონ შესაძლობა, არცთუ პოპულარული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ გადადგმული ნაბიჯები იყოს ხალხისა და ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე. მე დიპლომატი ვარ, მჯერა მოლაპარაკებების, მჯერა ერთმანეთის მოსმენის, მე მჯერა კომპრომისების მოძებნის. ახლანდელი ვითარება შესაძლებლობების ფანჯარაა, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად არის ჩართული. მისი მედიაცია შესაძლებლობების ფანჯარაა. ასე რომ, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. უსმინეთ ერთმანეთს და გადადგით ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, არ არის პოპულარული დღეს, მაგრამ გამომდინარეობს ხალხის ინტერესებიდან“, – განაცხადა კალიურანდმა.