მარინა კალიურანდი – სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი შეიკავოს საქართველოში პროვოკაციებისგან და თავისი პოლიტიკური კაპიტალი დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.
„ევროპარლამენტის წევრების მიხეილ სააკაშილთან შეხვედრაზე, მე მოვუწოდე მას, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ“, – წერს მარინა კალიურანდი.
At MEPs meeting with @SaakashviliM I urged him to restrain from provocations and use his political capital to help to depolarize pre-election situation in Georgia and respect @osce_odihr decision after 🇬🇪 local elections on Oct.2 pic.twitter.com/774YiN2MCG
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) September 14, 2021