მარინა კალიურანდი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ, რა მოლოდინები არსებობს და როგორ დავძლიოთ საქართველოში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო
მარინა კალიურანდი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ, რა მოლოდინები არსებობს და როგორ დავძლიოთ საქართველოში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო

პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ადგილობრივი არჩევნები იყო, – ეს განცხადება ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კლიურანდმა „მოამბესთან“ ინტერვიუში დღეს გააკეთა.

მარინა კალიურანდი ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრია, დღეს ის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და ევროკავშირის ელჩს.

„პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ადგილობრივი არჩევნები იყო. განვიხილეთ მოსამზადებელი სამუშაოები, რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა დავძლიოთ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომელიც ახლა არის საქართველოში. როგორ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას, რათა ქვეყანამ დაიწყოს მუშაობს იმ საკითხებზე, რომლებსაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ეს არის პანდემია, ეკონომიკური ზრდა და ევროინტეგრაცია. პრეზიდენტთან ჩვენ ასევე განვიხილეთ ევროინტერგაციისა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების საკითხიც“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.