მარინა კალიურანდი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება
მარინა კალიურანდი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება“.

ამის შესახებ კალიურანდი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო ძალისმიერ გზით მოხვდა ხელისუფლებაში 09/08/2020-დან არჩევნების გაყალბების შედეგად. ბელარუსიდან გახიზნული პირები, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფრი იპოვეს საქართველოში, უნდა იყვნენ სრულად დაცულები“, – წერს მარინა კალიურანდი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურა ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.