მარინა კალიურანდი - მადლობას ვუხდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის
მარინა კალიურანდი - მადლობას ვუხდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის

მადლობას ვუხდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

ევროპარლამენტის წევრი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მსგავსი გზით უნდა გააგრძელონ სიარული.

„მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, აგრეთვე სომხეთის მიერ აღდამის რეგიონში ნაღმების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა“, – თქვა მარინა კალიურანდმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.