მარინა კალიურანდი - იმედი მაქვს, რომ საქართველოში ახალი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, რათა გააგრძელოს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება
მარინა კალიურანდი - იმედი მაქვს, რომ საქართველოში ახალი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, რათა გააგრძელოს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება

დღეს გახლავთ საქართველოს ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას მუშაობის ბოლო დღე, იმედი მაქვს, რომ მომდევნო ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, რათა  გააგრძელოს ომბუსდმენის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“ წერს.

კალიურანდმა ნინო ლომჯარის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლომჯარიას მაქსიმალურად თავდადებული მუშაობისთვის და იმისთვის, რომ არ იშურებდა ძალისხმევას ადამიანების უფლებების დაცვისთვის, კარგი მმართველობის წინ წაწევისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა მან გააგრძელოს ომბუსდმენის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება საქართველოში“, – წერს კალიურანდი.