მარინა კალიურანდი - ჩვენ შეგვიძლია, გირჩიოთ, საუკეთესო პრაქტიკა შემოგთავაზოთ, მაგრამ არ ვართ აქ იმისთვის, რომ თქვენი შიდა პრობლემები გადავჭრათ
მარინა კალიურანდი - ჩვენ შეგვიძლია, გირჩიოთ, საუკეთესო პრაქტიკა შემოგთავაზოთ, მაგრამ არ ვართ აქ იმისთვის, რომ თქვენი შიდა პრობლემები გადავჭრათ

მე ველოდები თქვენგან, რომ თქვენი საზოგადოება და პირველ რიგში, თქვენი პოლიტიკოსები გადაჭრიან დეოლიგარქიზაციის პრობლემას, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციებშია აღნიშნული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კალიურანდს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, „ეთანხმება თუ არ კოლეგებს, რომ დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას ნიშნავს“.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი პრობლემებს საქართველოს ნაცვლად ვერ გადაჭრის, მათ მხოლოდ საუკეთესო პრაქტიკის შემოთავაზება შეუძლიათ.

„ევროკავშირი პრობლემებს საქართველოს ნაცვლად ვერ გადაჭრის. პრობლემები და რეფორმები, რომლებსაც საქართველო აკეთებს, თქვენს ხელშია. ჩვენ შეგვიძლია, გირჩიოთ, საუკეთესო პრაქტიკა შემოგთავაზოთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ თქვენი შიდა პრობლემები გადავჭრათ. ასე რომ, ჩემი შეკითხვა არის თქვენთან. მე ველოდები თქვენგან, თქვენი საზოგადოება და პირველ რიგში, თქვენი პოლიტიკოსები გადაჭრიან დეოლიგარქიზაციის პრობლემას, როგორც ეს არის აღნიშნული ევროკომისიის რეკომენდაციებში“, – განაცხადა კალიურანდმა.