მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისს ივლისში ეწვევა
მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისს ივლისში ეწვევა

ევროდეპუტატ მარინა კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ჩამოსასვლელად ემზადება.

როგორც კალიურანდმა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი ივლისის დასაწყისში იგეგმება.

„კარგი შეხვედრა იყო. ევროკავშირიდან მხრიდან დაინტერესება დიდია. ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ამ ფორმატში და იმედი მაქვს, გაგრძელდება. ასევე, როგორც ვიცი, ევროპარლამენტის დელეგაცია ემზადება თბილისში ჩასასვლელად, ივლისის თვის დასაწყისში. როგორც ვიცი, ეს იქნება ჟან-მონეს ფორმატის დიალოგი, თუმცა ამაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა კალიურანდმა.

ამასთან, მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოზეა დამოკიდებულია.

„ყველაფერი თქვენს ხელშია. რაც შეეხება დეკემბერში დაგეგმილ სამიტს, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება მალე. რაც შემიძლია ახლა ვთქვა არის ის, რომ ხელს შევუწყობთ ახლო ურთიერთობების დამყარებას ყველა სექტორში, ყველა სფეროში, რომ გქონდეთ ევროკავშირთან იმდენად ახლო ურთიერთობები, რამდენადაც შესაძლებელია. ვფიქრობ, არ არის საჭირო ფორმატების დასახელებებზე ფიქრი და საჭიროა გულმოდგინედ მუშაობა“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.