მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გააგზავნის
ევროპარლამენტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გააგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს“, – წერს ევროპარლამენტარი.
Excellent news – European Parliament @Europarl_EN decided to send an election observation delegation to observe municipal elections in Georgia 🇬🇪
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) September 9, 2021