მარინა ეზუგბაია - ყველა მოზარდის და 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც სტაბილურია, ხალისიანი, აქტიურები არიან, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა
მარინა ეზუგბაია - ყველა მოზარდის და 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც სტაბილურია, ხალისიანი, აქტიურები არიან, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 37 პციენტი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია.

თუმცა, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, რამდენიმე დღეა, სტაბილიზაცია მიღწეეულია, და იმედი აქვს, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„37 პაციენტია, მათგან ორი ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტია, დანარჩენი დაახლოებით, შვიდი პაციენტია მძიმე პნევმონიით. ამ ორ მძიმე, პრობლემურ პაციენტთან მიმართებაში მესამეა დღეა, სტაბილური სიტუაციაა, და ალბათ ასეთი მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში და ალბათ მათი მდგომარეობაც დინამიკაში გაუმჯობესდება,დადგება გამოჯანმრთელება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურში მოთავსებულ ბავშვებს, მათ შორის 9 თვის ბავშვს, ეზუგბაია ამბობს, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

„ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯეერობით, ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვები ხალისიანი, აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად, პერიოდულად მათ უმნიშვნელო სუფებრილიტეტი აქვთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ზოგადად, მათი მდგომარეობა მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დატოვე კომენტარი