მარინა ეზუგბაია - თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან, ეს ვრცელდება ყველაზე და არა რომელიღაც სეგმენტზე
მარინა ეზუგბაია - თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან, ეს ვრცელდება ყველაზე და არა რომელიღაც სეგმენტზე

თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რომელიღაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მრევლი თვითიზოლაციაში.

მარინა ეზუგბაიას ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მხოლოდ ერთ სეგმენტზე საუბარი მართებულად არ მიაჩნია.

„იცით, რაშია საქმე, ასე საუბარი არ შეიძლება. მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვსაუბრობთ. ჩემთვის უცხო არ არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიყვანს. ზოგადად უნდა ვისაუბროთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი რომელიღაც ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაც სეგმენტზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.