მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

20:03, 05.04.2020

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„არის ერთი კრიტიკული მდგომარეობით, რომლის ზოგადი მდგომარეობა აღარ პროგრესირებს და თუ სტაბილიზირება ასეთი დაგვრჩება რამდენიმე დღის განმავლობაში, მერე შესაძლებელი იქნება პროგნოზებზე საუბარი. დანარჩენი ხუთი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც ასევე მძიმე პნევმონია აქვთ, შედარებით სტაბილურია და იმედი გვაქვს, რომ ისინი ნელ-ნელა გადმოინაცვლებენ პროგნოზულად კარგი შედეგების პაციენტთა რიგებში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 41 პაციენტი მკურნალობს. სულ კი თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ ჯამში 70 პაციენტი მიიღო, საიდანაც 29 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი