მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე 14 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე 14 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, სამი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების შემთხვევაში კი დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება 14 ინფიცირებულს, რომელიც ჩვენს ცენტრშია მოთავსებული, მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომაროება სტაბილურია, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, არ გაგვიუარესდება მისი მდოგმაროება. სამ პაციენტთან არის საშუალო სიმძიმით მიმდინარეობა, მათთან დაფიქსირებულია ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომაროება სტაბილურია. დანარჩენ პაციენტებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა, მათთან გამოხატულია კლინიკა, ხან მხოლოდ დაბალი ცხელების სახით. თითოეულ მათგანს აქვს ხველა, სურდო ან ყელის ტკივილი. მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია. ამ დრომდე დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“ ,- განაცხადაა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი არ შეცვლილა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 15 ინფიცირებულია.