საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში ამ ეტაპზე ჯამში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელმაც გუშინ დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენს კლინიკას უკვე ყავს 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი, სამი არის საჩხერეში. ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 22 პირი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის ​კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.