მარინა ეზუგბაია - საპატიო თბილისელის წოდება ჩემთვის უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც ყოველდღიურად ვაცნობიერებ
მარინა ეზუგბაია - საპატიო თბილისელის წოდება ჩემთვის უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც ყოველდღიურად ვაცნობიერებ

საპატიო თბილისელის წოდება ჩემთვის უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც ყოველდღიურად ვაცნობიერებ, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ღონისძიებაზე, რომელზეც ის თბილისის საპატიო მოქალაქედ მის რამდენიმე კოლეგასთან ერთად დაასახელეს.

„თბილისელობა ჩემთვის ისედაც პასუხისმგებლობა იყო, რადგან დავიბადე ჩემს ქალაქში, უსაზღვროდ მიყვარს და მინდა, ის იყოს ასპარეზზე გასული და ბედნიერი.

დღევანდელი ეს ჩემი საჩუქარი, რასაც ჰქვია საპატიო თბილისელის წოდება, ჩემთვის არის უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად ვაცნობიერებ.

ამ მძიმე პერიოდში ჩემი მიწოდებული ინფორმაციით, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს საყვარელ მოსახლეობას სიფხიზლე არ მოვუდუნო, მაგრამ გარკვეულწილად, დავაწყნარო. ეს დაბალანსებული ურთიერთობა მე და ჩემს მოქალაქეებს გამოგვდის.

მიყვარხარ ყველა. მინდა, რომ წარმატებული იყოს ქვეყანა და ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, მარინა ეზუგბაიას, ლევან რატიანსა და კიდევ ოთხს ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ.

დატოვე კომენტარი