მარინა ეზუგბაია - პაციენტი, რომელსაც პირველად დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, დღევანდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულია
მარინა ეზუგბაია - პაციენტი, რომელსაც პირველად დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, დღევანდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი, რომელსაც პირველად დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, დღევანდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულია.

„გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.