ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს წყაროს დადგენა
ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს წყაროს დადგენა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოონავირუსით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გუშინ გვიან ღამით შეემატა კლინიკას, მძიმეა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი წყარო, თუ ვისგან დაინფიცირდა  ქალბატონი.

„წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ეს ქალბატონი ავადმყოფობის გამო საკუთარ სახლში იმყოფებოდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებული შემთხვევაა 85, მათ შორის, 14 გამოჯანმრთელდა.