მარინა ეზუგბაია - კორონავირუსთან მიმართებაში საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსთან მიმართებაში საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში „კოვიდ 19“ ინფექციის მართვა სწორად მიმდინარეობს და ინფიცირებულთა კონტროლირებადი მატება ქვეყანას რყევებში ვერ ჩააგდებს.

„საქართველოში ტენდენცია სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობა, ჩვენთვის თითქოს შემაშფოთებელი იყო 24, მაგრამ შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა. თუ ასე გაგრძელდება ძალიან კარგი იქნება. სიტუაცია მართვადია, კონტროლირებადი მატება ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს. ახლა ორი კლასტერია – ერთი ლილოს და მეორე გარდაბნის. დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები იზოლირებულნი არიან. კვლევა გრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, კითხვაზე, რას უკავშირდება მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის შემცირება, ექიმი აცხადებს, რომ მსოფლიომ აღნიშნული ინფექციის მართვა ისწავლა.

„სხვა სიტუაციაა, უფრო მომზადებულები არიან. მართვა გაუმჯობესდა, მენეჯმენტი უკეთესია. ძალიან რთულია ამაზე ასე ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ალბათ, ყველაფერი ერთად“, – განაცხადა ეზუგბაიამ.