მარინა ეზუგბაია - კორონავირუსმა საქართველოში ინტენსიური გავრცელების სახე მიიღო, აჭარა კი, წითელი ზონაა
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსმა საქართველოში ინტენსიური გავრცელების სახე მიიღო, აჭარა კი, წითელი ზონაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური სახე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება.

ამასთან, ექიმის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს.

„ჯერ ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, რადგან ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონა, ამიტომ იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და  ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა, აჭარა ჩაიკეტოს, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ „ჯერ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“.

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.