კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში, კოვიდცენტრებში სულ 198 პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღეს კოვიდცენტრებში სულ 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი ინფიცირებული არის კრიტიკული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, 17 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა სტაბილური. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 83-ია, ლეტალობის – 1.33 პროცენტი“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორი შემთხვევა ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი შემოტანილია.

 

დატოვე კომენტარი