მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 11 ინფიცირებულზე კი ეპიდკვლევა გრძელდება
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 11 ინფიცირებულზე კი ეპიდკვლევა გრძელდება

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 11 ინფიცირებულზე კი ეპიდკვლევა გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღეს დაგვემატა 152 ახალი შემთხვევა. აქედან, 90 არის აჭარა, 15 გახლავთ ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევები, 15 არის „ენგურჰესის“ კლასტერი, 17 დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი  შემოტანილი შემთხვევა და 11 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა. გამოჯანმრთელებულები არიან მხოლოდ ექვსნი. კოვიდცენტრებში და სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 831 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ექიმის ინფორმაციით, ქვეყანაში, კოვიდინფიცირებული 831 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა ოთხი, 25 კი, მძიმე.

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.