მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ორი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ორი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებული ორი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, მათ აღენიშნებათ „ბე ტიპის“ ვირუსი.

„გუშინ მოთავსებულ ორ პაციენტთან უკვე ჩატარდა კვლევა, ახალ კორონავირუსზე და მიღებული არის უარყოფითი პასუხი, ანუ გამოირიცხა ახალი კორონავირუსი. ამ ეტაპზე ჩინეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომ არის „ბე ტიპის“ გრიპის ვირუსი, ხოლო მეორე პაციენტთან ეტიოლოგიაა ამ ვირუსული ინფექციის. რაც მთავარია, ორივე პაციენტთან გამორიცხულია კორონავირუსი. ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები შესაძლებელია, გაეწერონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იქ გააგრძელონ მეთვალყურეობა სრულ გამოჯანმრთელებამდე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დატოვე კომენტარი