მარინა ეზუგბაია – ინფექციურ კლინიკაში სამი მძიმე პაციენტი გვყავს, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება და სტაბილურია

11:53, 24.07.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 38 კოვიდინფიცირებულიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგაბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკამ რვა ახალი ინფიცირებული მიიღო.

„ჩვენთან ინფექციურ საავადმყოფოში იყო 30 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. შემოვიდა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ რვა ახალი დადასტურებულიდან ხუთი გახლავთ ლილოს ბაზრობის წყარო; ორი გაჩიანი და ერთი სამედიცინო პერსონალი. ინფექციური საავადმყოფოს 38 პაციენტში რჩებოდა ორი მძიმე პაციენტი და დაგვემატა გუშინდელი შემოსულიდან კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი. თუმცა სამივე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება და სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ და აღნიშნა, რომ დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. 

მსგავსი