მარინა ეზუგბაია - დაგვრჩა ერთი კრიტიკული პაციენტი, დანარჩენი ოთხის მდგომარეობა უკვე სტაბილურია
მარინა ეზუგბაია - დაგვრჩა ერთი კრიტიკული პაციენტი, დანარჩენი ოთხის მდგომარეობა უკვე სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ხუთი მძიმე პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა დასტაბილურდა და მხოლოდ ერთი მათგანი ფასდება, როგორც კრიტიკული პაციენტი.

„ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, დანარჩენი ოთხი პაციენტი უკვე სტაბილურ მდგომარეობაშია, მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივი, მძიმე პაციენტები არიან“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავდმყოფოშო ორი არასრულწლოვანი რჩება.

„მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ ისინიც დატოვებენ ჩვენს კლინიკას გამოჯანმრთელებულები“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის მონაცემებით, კლინიკაში 15 პაციენტის სინჯია აღებული.