მარინა ეზუგბაია - ეროვნულ ბანკში ინფიცირების წყარო უცნობია და ამ პაციენტებთან მიმართებაში ხალმხრავლობა იკვეთება
მარინა ეზუგბაია - ეროვნულ ბანკში ინფიცირების წყარო უცნობია და ამ პაციენტებთან მიმართებაში ხალმხრავლობა იკვეთება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული პაციენტების ინფიცირების წყარო ძირითადად ცნობილია და ისინი არსებული პაციენტების კონტაქტებია.

რაც შეეხება პირველწყაროს, ეზუგბაია ამბობს, რომ დაუდგენელი პირველწყარო მხოლოდ ორ შემთხვევაშია, მათ შორის ერთი ეროვნული ბანკია.

მარინა ეზუგბაიას არ აქვს ინფორმაცია, საერთო ჯამში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ინფიცირების რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ამბობს, რომ თბილისის ინფექციურში ამ დროისთვის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდან რვა პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს ცენტრში არსებული პაციენტების წყარო ყველასი ცნობილია. ანუ ესენი არიან კონტაქტები. პირველწყაროები არ განმიხილია, მაგრამ ძირითადად ჩვენთვის ასეთი უცნობი პირველ წყარო არის მხოლოდ ორი შემთხვევა, რომელთა კონტაქტებიც არსებობს. დანარჩენი ყველას აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ორი წყაროდან ერთი წყაროს პაციენტები არ არის უხვი, საშუალო მაჩვენებლებითაა, ეროვნული ბანკის წყაროა უცნობი და მათთან უკვე ხალხმრავლობაა დადასტურებული. ჯამში ვერ გეტყვით, რამდენია, მაგრამ ჩვენთან უკვე რვა პაციენტი წევს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.