მარინა ეზუგბაია - ექვსი არასრულწლოვანი გვყავს, მათ შორის ყველაზე უმცროსი განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს
მარინა ეზუგბაია - ექვსი არასრულწლოვანი გვყავს, მათ შორის ყველაზე უმცროსი განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კვლავ რჩება ორი მძიმე პაციენტი, თუმა დაავდების პროგრესირება ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა.

„ორი მძიმე პაციენტი გვყავს, პრობლემური, კრიტიკულ სიტუაციას რომ უახლოვდება. სტაბილურია მათი მდგომარეობა, გუშინდელს შემდეგ პროგრესირება არ არის არც ერთთან. მძიმე პნევმონიებიც საკმაო რაოდენობით არის. იცით, რომ არსებულ პაციენტებში დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი მაინც კოვიდთან ასოცირებული პნემონიებია, მაგრამ მათი მართვაც, საბედნიეროდ, მიდის კარგად, არსებული მკურნალობის ფონზე პროგრესირება ნაკლებად შეიმჩნევა, ვნახოთ, სიტუაციები როგორ დამთავრდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კლინიკაში ამჟამად სულ ექვსი არასრულწლოვანი იმყოფება, მათ შორის ერთი მცირე ასაკისაა.

ეზუგბაიას თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ექვსი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი ყველაზე პატარაა, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.