მარინა ეზუგბაია - ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, რადგან მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ძირითადად კლინიკაში ვცხოვრობთ
მარინა ეზუგბაია - ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, რადგან მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ძირითადად კლინიკაში ვცხოვრობთ

აუცილებელია გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების გამკაცრება შიდა გავრცელების ფაზის გააქტიურებას უკავშირდება.

„გარკვეულწილად, შეზღუდვები ძალიან გამკაცრდა. ამ გამკაცრებას ის იწვევს, რომ თითქოს, შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს რომ არ გამყარდეს და ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ. ყველას გთხოვთ, რომ აუცილებლად სახლში დავრჩეთ. ეს გვეხება თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი მესამე თვეა, ძირითადად, კლინიკებში ცხოვრობს.

„მესამე თვეა, ჩვენი დაწესებულება ასეთ მდგომარეობაში ვართ. დარჩით სახლში, რადგან მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ძირითადად, ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში ვისაც შეგვიძლია, სახლში წასვლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ძალიან რთული იყოს, ვიყოთ სახლში და დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, სახლში დავრჩეთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.