მარინა ეზუგბაია - დღეში 18-20 ახალ პაციენტს თუ შევინარჩუნებთ, ეს არ იქნება ტრაგედია
მარინა ეზუგბაია - დღეში 18-20 ახალ პაციენტს თუ შევინარჩუნებთ, ეს არ იქნება ტრაგედია

დღეში 18-20 პაციენტს თუ შევინარჩუნებთ , ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები აბსოლუტურად ნორმალურია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დილის მონაცემებით, კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული .

„დღის მეორე ნახევარში დაგვემატა ამ შემთხვევებიდან ორი ჩვენს ცენტრში და ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები სხვად დაწესებულებებში გადანაწილდნენ. სულ ათი დაწესებულებაა მიმღები, ესენი გადანაწილებული არიან სხვა დაწესებულებებში. სხვა პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია, რადგან ჩვენი ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია. ახალი პაციენტებიდან ხუთს აქვს პნევმოვნია, დანარჩენებთან არ არის პნევმონია. მიმდინარეობს დაავადება, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ. გვყავს ორი კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 115-დამ 148-მდე ინფიცირებულების რიცხვის ზრდა არ არის საგანგეშო.

„155-დან 148-ზე ასვლა არ არის დიდი ციფრი, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა, დიდი დანაკლისების გარეშე. თუ ასე შევინარჩუნებთ დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები აბსოლუტურად ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტორლირებადია და იმედია, რომ ასე დავამთავრებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.