მარინა ეზუგბაია - ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია და თანარსებული დაავადება აქვს
მარინა ეზუგბაია - ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია და თანარსებული დაავადება აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში დამატებული ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ეზუგბაიას თქმით, სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით.

„რამდენიმე დღეა, იცით გვყავს სამი მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი, ამ ორი შემოსული ახალი პაციენტიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელის შემდეგ ამ პირთან მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა. სტაბილური სიტუაციაა და ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდება, მდგოამრეობა სტაბილური თუ იქნება, გამოსავალიც ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ სამ პაციენტზე, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ იყო შეფასებული.

„დანარჩენი სამ პაციენტს რაც შეეხება, ერთ ქალბატონს, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომაროება რამდენიმე დღეა, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს. ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, როგორიც არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, სეფსისიც გამოვლინდა. ჯერჯერობით მასთან მძიმე მდგომარეობა რჩება, მკვეთრი გაუარესება გუშინდელიდან არ შეიმჩნევა, მაგრამ პროგნოზი მაინც ჯერჯერობით სერიოზულია. მესამე მძიმე ავადმყოფი  ეს არის თანარსებული დაავდება, დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია. ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს, ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.