მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, რომელთან პროგნოზის გათვალისწინებაც ჯერჯერობით შეუძლებელია
მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, რომელთან პროგნოზის გათვალისწინებაც ჯერჯერობით შეუძლებელია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია.

„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკულად აღარ ითვლება. რჩება მძიმე პნევმონიებიდან კრიტიკული მხოლოდ ორი პაციენტი, თუმცა ერთ-ერთ მათგანთანაც უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება. ანუ მხოლოდ ერთი პაციენტი ჯერჯერობით კვლავ მძიმეა, რომლის პროგნოზის გათვალისწინება ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუ დინამიკაში მონიტორინგი არ გაგრძელდება და არ შევაფასებთ დინამიურად“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფომაციით, დღეს დილით კორონავირუსზე ექვსი სინჯია აღებული.

„გუშინ დღის განმავლობაში, ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მხოლოდ ერთი დადასტურდა, დანარჩენი ყველა იყო უარყოფითი და მათ შორის, წარმოებს იმ პირების მონიტორინგი, რომელთა გამოჯანმრთელებაზეც არის ლაპარაკი და ოთხი პაციენტიდან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით იყო გამოჯანმრთელება მიღებული. ერთ-ერთთან კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ პასუხი დადებითია და მისი მონიტორინგი გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეგუზბაიამ.