მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მიზეზი ტესტირებების გაზრდილი რაოდენობაა
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მიზეზი ტესტირებების გაზრდილი რაოდენობაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მიზეზი ტესტირებების გაზრდილი რაოდენობაა. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ძირითადი ნაწილი  აჭარას უკავშირდება.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოსაზრება, რომ გაძლიერებული ტესტირების გამო გაზრდილია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, ძალაში რჩება.  მართალია, მხოლოდ ამის ხარჯზე არ არის გაზრდილი ინფიცირებულების როდენობა, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა განპირობებულია როგორც ამ თვალსაზრისით, ისე დაავადების გავრცელების გამო.  კორონავირუსის შემთხვევების ძირითადი ნაწილი აჭარას უკავშირდება, დანარჩენ რეგიონში ვირუსის თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. შემთხვევების მატება არც ერთ სხვა რეგიონში არ არის. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, შევხედავთ, რომ რეგიონებში მაჩვენებელი შეიძლება არ მცირდება, მაგრამ იგივე მონაცემები რჩება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი.