მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება, სადაც არსებულ კოვიდსიტუაციას გაეცნობა
მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება, სადაც არსებულ კოვიდსიტუაციას გაეცნობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში არსებულ კოვიდსიტუაციას ადგილზე გაეცნობა. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, ბათუმში აჭარის მთავრობის მიწვევით ჩავიდა.

„ადგილზე გავეცნობი სიტუაციას, როგორც კოვიდცენტრებში, ასევე სასტუმროებში. სურათის გაცნობის შემდეგ შემეძლება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ვაპირებთ ტრენინგებს ადგილობრივი მედპერსონალისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ზომების გამკაცრება არ ნიშნავს მხოლოდ მკაცრ შეზღუდვებს და მთავრობასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა გაითავისონ საკუთარი როლი, რაც რეკომენდაციების დაცვაში გამოიხატება.