მარინა ენდელაძე - თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, საჭიროა რეგულაციების დაცვა და სიფრთხილე
მარინა ენდელაძე - თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, საჭიროა რეგულაციების დაცვა და სიფრთხილე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თბილისში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობაზე და მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ენდელაძის თქმით, შემთხვევების მატება დრამატული არ არის, თუმცა დედაქალაქში ვითარება ძალიან საყურადღებოა. ამასთან, ენდელაძე ამბობს, რომ სხვა რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს.

„ძალიან საყურადღებოა, სიფრთხილე გვჭირდება, თბილისში იმატებს შემთხვევები, ჯერ არ არის დრამატული, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იცით, რომ პირველ სექტემბრამდე სულ 1 510 ინფიცირებული იყო, თვენახევარიც არ არის გასული და უკვე 8 000-ს ასცდა. აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, სიფრთხილე გვჭირდება. სხვა რეგიონებში შემთხვევები შემცირდა. ერთადერთი მატება ამ ეტაპზე შეიმჩნევა თბილისში, ასეთი დიდი ქალაქისთვის 134 ბევრი არ არის, მაგრამ უნდა ვიყოთ ყურადღებით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად აჭარასა და თბილისს უკავშირდება. კერძოდ, აჭარაში 230, დედაქალაქში კი ვირუსის 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი