მარინა ენდელაძე - საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო
მარინა ენდელაძე - საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო.

ამასთან, როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდება.

„არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, გუშინ რამდენი ტესტი ჩატარდა, ძალიან ბევრი, ათასობით. ყველას კონტაქტის მოძიება ხდება. გუშინ იყო 193 დადასტურებული შემთხვევა და წარმოიდგინეთ, 193 შემთხვევის კონტაქტები, პლუს რისკჯგუფები. ვხედავთ, კარგი მდგომარეობა არ არის, მაგრამ არის ძალიან საყურადღებო და არა საგანგაშო. მართალია, გუშინდელის შემდეგ შემთხვევების რიცხვმა მოიმატა, მაგრამ არ არის დრამატული მატება. საყურადღებოა, თუმცა არა საგანაგშო. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს, რადგან მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. უკვე გახსნილია 35 სტაციონარი, რომელიც ემსახურება კოვიდინფიცირებულებს. კიდევ ხდება დამატება, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან სერიოზული ტრენინგები მიმდინარეობს, რათა შესაბამისად შეძლონ პაციენტების შეფასება ა.შ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა კარგად მოერევა ამ საკითხს. როგორც ვიცი, მწვანე ზონაშია საქართელო აჭარის გარდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.