მარინა ენდელაძე - ნუ გეშინიათ, თუ დროულად მივხედავთ, დავიცავთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება
მარინა ენდელაძე - ნუ გეშინიათ, თუ დროულად მივხედავთ, დავიცავთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით საერთო ჯამში ამ დროისთვის რვა პაციენტია გამოჯანმრთელებული და ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

ენდელაძე ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დაავადების მიმდინარეობის დროს ფილტვების ანთება ჰქონდათ და მძიმედ ფასდებოდნენ.

აქედან გამომდინარე, ენდელაძის განმარტებით, დროული რეაგირებით, ყველაფერი კარგად დასრულდება.

„გვყავს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებიდან ერთი იყო ძალიან მძიმე, ორს ჰქონდა ფილტვების ანთება. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები და გაწერილები არიან. ამდენად, მინდა, დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ, თუ კი დროულად მივხედავთ და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 61 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.